უკრაინული დაზვერვა: რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაჰყავს
უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
სკიბიცკიმ ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ოჩამჩირეში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. რუსებმა იქ ფსკერის გაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს, პორტის ინფრასტრუქტურა განაახლეს, რათა აქ განლაგებული სამხედრო ხომალდები უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა ეს მაინც პატარა ადგილი იქნება”, – განაცხადა სკიბიცკიმ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.