Jump to content
Planeta.Ge

სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 226 328 არასრულწლოვანია


სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და სექტემბრის თვეში საარსებო შემწეობა არ გადარიცხვიათ - სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში, საარსებო შემწეობის მიღება 20 872 პირს შეუჩერდა, 440-ს კი შეუწყდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში, ფულადი დახმარების მიღებაზე უარი 5 842-მა ადამიანმა განაცხადა. 15 855 პირის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...