ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა გაიმართება - "ახალი დღის" სტუმრები: ეთერ გოგიტაშვილი, სოფო მეტრეველი, ნათია ჯიჯიაშვილი (ვიდეო)
"ახალი დღე", სტუმრები:
ეთერ გოგიტაშვილი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ქრიზანთემების კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
სოფო მეტრეველი - ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნათია ჯიჯიაშვილი - ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერიის ლაბორანტი
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.