Jump to content
Planeta.Ge

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია


ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი დაშავებულია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...