ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება.
ხანძარი ლიკვიდირებულია, სახანძრომ სწრაფად იმუშავა. დაზარალებული და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ ეტაპზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაზარალებული ოჯახები გაიყვანოს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს და შეამოწმოს კორპუსის მდგრადობა”,- აცხადებს ბესიკ დონაძე.
შემთხვევის ადგილას სახანრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ადგილზე იმყოფებიან “თბილისი ენერჯის” და ისანი-სამგორის გამგეობის წარმომადგენლები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.