„ფონდ ქართუს“ შემომწირველი კომპანიის მფლობელი აშშ-მ დაასანქცირა
აშშ-ის მიერ სანქცირებული უცხოური კომპანია ფლობს შპს-ს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტური გამოძიება ამის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოაქვეყნა.
რა ვიცით?
2023 წლის 12 აპრილის სანქციების სიაში მოხვედრილია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია LEDRA TRUSTEES LIMITED, რომელიც, „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ფლობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორს KRISTA INVESTMENTS LIMITED. ეს უკანასკნელი საქართველოში 2021 წლის მდგომარეობით იყო შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუს“ მფლობელი. 2021-ში ამ კომპანიის მფლობელი გახდა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე. გარდა ამისა KRISTA INVESTMENTS LIMITED ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შემომწირველი იყო. დეპუტატ ირაკლი აბესაძის გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, 2018-19 წლებში KRISTA INVESTMENTS LIMITED-მა ფონდს 27 მილიონ ლარზე მეტი შესწირა.
„ავტომატურად დაასანქცირეს“
როგორც ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ უთხრა „ტვ პირველს“, სანქციები LEDRA TRUSTEES LIMITED-ზე ავტომატურად გავრცელდა მისი მფლობელის სანქცირების შედეგად.
„მისი მფლობელი მოხვდა სანქციებში, ამ [კომპანიის] აქციონერი, მისი კომპანიებიც ავტომატურად დაასანქცირეს“, – ხნსის იგი.
ჟურნალისტის კითხვას, დაკავშირებულია თუ არა კომპანია ივანიშვილთან, კალანდაძე პასუხობს, რომ LEDRA, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, უწევდა იურიდიულ მომსახურებას.
სანქციები LEDRA TRUSTEES LIMITED-ს მართლაც იმიტომ დაუწესდა, რომ იგი, აშშ-ის სახდეპის ცნობით, შედის ქრისტოდოლუს ვასილიადესის ქსელში. ამ პირს კი უწყება არაერთი რუსი ოლიგარქebისთვის აქტივების შენარჩუნებაში დახმარებაში ადანაშაულებს. იგივე ბრალდებებით სანქციები ადვოკატს დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ლონდონის განცხადებით, ადვოკატს კავშირი აქვს რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვთან.
ქრისტოდოლუს ვასილიადესი
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.