"საქართველოსთვის" განცხადება - ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით
კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშიც, სადაც საქართველოს მთავრობას პირდაპირ სთხოვენ რეფორმების გატარებას, რასაც ის არ აკეთებს.
"კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიღებული აქვს და ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლის დამსახურებაა, ასევე თავად ევროკავშირის ძალისხმევის, რომელიც გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით არ გვტოვებს რუსეთთან პირისპირ; ისინი ითვალისწინებენ იმასაც, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო სტატუსის კანდიდატთა სამეულში (საქართველო-უკრაინა-მოლდოვა), მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ლიდერობა დაგვაკარგინა. საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს საკუთარი პოლიტიკის მარცხის დამსახურებად მონათვლა და გვითხრას როდის დაეწევა საქართველო მოლდოვას და კონკრეტულად როდის დაიწყება გაფართოებაზე მოლაპარაკება საქართველოს და ევროკავშირს შორის.", - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.