Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი ირანში ჩადის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები.

ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...