Jump to content
Planeta.Ge

რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!


რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისა და მძევლების გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს.

"მე ასევე ვფიქრობ წამებულ უკრაინაზე. ომი, ნებისმიერი ომი, რომელიც არის მსოფლიოში, მარცხია. ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ეს არის ადამიანთა საძმოს განადგურება. ძმებო, შეჩერდით! შეჩერდით!" - აღნიშნა პაპმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...