ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს
ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში.
"ხელისუფლების მორიგ ტყუილს მინდა გამოვეხმაურო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.
მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში.
"ხელისუფლების მორიგ ტყუილს მინდა გამოვეხმაურო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.
ევროკავშირის დირექტივა მართლა ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ მედია არ შეიცავდეს სიძულვილის ენას და ძალადობისკენ მოწოდებას. მართლაც, რატომ უნდა იყოს ცუდი სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირება? დავიღალეთ და არავის გვსიამოვნებს ამის მოსმენა ეკრანებიდან. თუ, საკითხს ასე, კონტექსტის გარეშე, მივუდგებით, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის.
საქმე იმაშია, რომ მოგეხსენებათ, კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის მიმართ უამრავი კითხვაა; არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამ ფონზე, ხელისუფლება სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირებაში ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს კომუნიკაციების ასეთ კომისიას. მათ შორის, რიგი საკითხები თვითრეგულირების სფეროდან (როცა მედია საჩივრებს თავად განიხილავს), რეგულირების სფეროში (კომუნიკაციების კომისია) გადადის. კომისიას უფლება აქვს მაუწყებელს დაუწესოს სანქციები, რომლის ყველაზე მძიმე ფორმაა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება. კომისიის გადაწყვეტილებები კი იმ სასამართლოში საჩივრდება, რომლის არაფორმალური ლიდერები მნიშვნელოვანი კორუფციისთვის არიან აშშ-ს მიერ სანქცირებულები.
ანუ, ევროკავშირის დირექტივა სახელმწიფოს არ ეუბნება რომელ სისტემას მიანიჭოს უპირატესობა - თვითრეგულირებას თუ რეგულირებას. დირექტივა სახელმწიფოს ავალდებულებს მხოლოდ შექმნას სიძულვილის ენისა და ძალადობისკენ მოწოდების აღმოფხვრის, მათ შორის გასაჩივრების, ეფექტიანი მექანიზმები. ამ დირექტივას ამოფარებული ხელისუფლება კი დირექტივას „ასრულებს“ იმ მექანიზმების შემოყვანით, რომელთა მიმართ არ არსებობს ნდობა და რომლებიც ხელისუფლების კონტროლქვეშაა. გასაგებია ალბათ, როგორ მოხდება ამ ორგანოების მიერ სიძულვილის ენის და უხამსობის განმარტება - პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.
სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. ასეთი საკითხების კეთილსინდისიერი რეგულირების რესურსი ოცნებას აღარ აქვს. შესაბამისად რეგულირების ნებისმიერი მცდელობები (მითუმეტეს ამ ფორმით) შეიცავს უფლებების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეებს. მარტივად რომ ვთქვათ, მივიღებთ მოცემულობას, როცა „იმედი“-სთვის ყველაფერი დასაშვებია და სხვა მაუწყებლებისთვის - არაფერი.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.