შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან
შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება”, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
შვედეთში „გარღვევად” შეაფასეს თურქული მხარის ბოლო განცხადება, რომ სტოკჰოლმის ალიანსში გაწევრიანება თურქეთისთვის ამერიკული F-16 ავიაგამანადგურებლების მიყიდვაზე არის დამოკიდებული.
გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე გვიანი, ნოემბრის ბოლოს, დაგეგმილ ალიანსის წევრია სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრისთვის „ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაზე შვედური დროშა ეკიდება“.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.