Jump to content
Planeta.Ge

ანტონიო გუტერეში - სატვირთო მანქანები ღაზაში რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს, ეს არის სამაშველო თოკი, განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის


გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს.

„ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.

მისი თქმით, ღაზაში ორ მილიონს ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება.

„აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის“, - აღნიშნა გუტერეშმა.

ცნობისათვის, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეს დღეს ეწვია. მედიის ინფორმაციით, გუტერეში ხვალ, კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ და რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...