Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - რატომ გაქრა მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და მათ შორის, სტრატეგიულ პროექტებზე საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატივა ?! (ვიდეო)


“მაშინ როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული პოლიტიკის შედეგების მიღებას. მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სხვა.
ამ მოცემულობის ფონზე მე გულწრფელად ვწუხვარ, როცა “ოცნება” ამბობს, რომ ჩინეთი დღეს ანაკლიის პორტის მშენებლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი. რატომ გაქრა ის მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და მათ შორის, სტრატეგიულ პროექტებზე საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ალტერნატივა ამ ინვესტიციების?!”


 ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...