სროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტთან — დაწყებულია გამოძიება
თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.