ბექა ლილუაშვილი - ქართულად გახმოვანებული ფილმებისა და სერიალების გათიშვის საკითხს, ეს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს
ქართულად გახმოვანებული ფილმების და სერიალების გათიშვის საკითხს, მგონი სერიოზულად არ აღიქვამს ეს ხელისუფლება. გასაგებია, ინტელექტუალური საკუთრება და კანონიერება. მაგრამ ვინმემ შესთავაზა სექტორს რაიმე სხვა გამოსავალი, ვიდრე სერვერების განადგურებაა? შესთავაზეს, რომ კანონის ფარგლებში მოეყვანათ საქმიანობა და სახელმწიფო დაეხმარებოდათ?
ქვეყანაში, ამდენი სახელმწიფო სუბსიდია რომ მიემართება, იმ ბიზნესების "დასახმარებლად" რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების საკუთრებაშია და სინამდვილეში მუქთა ფულის ხვრაში იხარჯება გადასახადები, ამის ნაცვლად - დაესუბსიდირებინა სახელმწიფოს ეს სექტორი! არამგონია პოლიტიკური კორუფციის შედეგად, მოპარული ასობით მილიონი ლარი დამჯდარიყო ეს საქმე.
ვინმემ ისაუბრა, შესთავაზა, განიხილა? არა! პირდაპირ როზგით მიადგნენ და საბოლოოდ დაზარალდა ვინ? თქვენ, ვისაც გიყვართ ფილმების და სერიალების ნახვა ქართულად. საერთოდ მგონია, რომ მთელი ეს პროცესი, ასევე ერთი რიგითი კორუფციული ქეისია.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.