რიში სუნაკი ისრაელში ჩადის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა.
დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.