“ჩანს, რომ ეს [საავადმყოფოს დაბომბვა] სხვების გაკეთებულია და არა თქვენი” – ბაიდენი ნეთანიაჰუს
როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.
“ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თელ-ავივში დღეს ჩაფრინდა. თუმცა სანამ შტატებს დატოვებდა, არაბული ქვეყნების ლიდერებთან მისთვის დაგეგმილი შეხვედრების უმეტესობა გაუქმდა. ამ დროისთვის, მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებიდან, მხოლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრაა დარჩენილი.
ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თელ-ავივის კემპინსკის სასტუმროში იმყოფება.
“ბატონო პრეზიდენტო, ჯო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და ცალსახა მხარდაჭერისთვის, რასაც ამ მძიმე დროს იჩენთ. მხარდაჭერისთვის, რომელიც ამერიკელი ხალხის ნებას გამოხატავს”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასაწყისში. შეხვედრა ღიაა და ტელევიზიით გადაიცემა.
17 ოქტომბერს ღამით ღაზას სექტორში, საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას, რასაც საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ასობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელი უარყოფს და ბრალს “ისლამურ ჯიჰადს” სდებს. თავის მხრივ, პალესტინის მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. არცერთ დამოუკიდებელ წყაროს მათი მტკიცებები არ დაუდასტურებია.
ისრაელის არგუმენტები, რატომაც საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია „ისლამური ჯიჰადი“
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.