ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება:
„მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.