თელ-ავივის აეროპორტზე საჰაერო თავდასხმის გამო ოლაფ შოლცი თავშესაფარში გადაიყვანეს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში.
შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.
Luftangriff auf den Flughafen in Tel Aviv, alle müssen raus aus Regierungsflieger, Kanzler #Scholz wird in Sicherheit gebracht. Iron Dome fängt Rakete ab. pic.twitter.com/qPxAZekCEM
— Georg Ismar (@georg_ismar) October 17, 2023
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “რკინის გუმბათმა” იხსნა. კანცლერის დელეგაციის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, შოლცმა საკუთარი თვალით ნახა როგორ ჩამოაგდო “რკინის გუმბათმა” ორი რაკეტა.
გერმანიის კანცლერის თვითმფრინავმა თელ-ავივიდან აფრენა შემთხვევიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეძლო.
რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 500 ადამიანი ემსხვერპლა. “ჰამასი” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და მას სამხედრო დანაშაულად აფასებს. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით კი, საავადმყოფოს მოხვდა “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.