ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევებს უჭერს მხარს”.
ისრაელში ჩასვლამდე შოლცმა ირანის ხელისუფლება და თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” კონფლიქტში ჩარევისგან გააფრთხილა.
“ჩვენ, ფედერალური მთავრობა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს შესაძლებელს ვაკეთებთ, რათა ამ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება აღვკვეთოთ…
საერთო მიზანი გვაქვს. გვსურს თავიდან ავიცილოთ ხანძარი და უფრო ფართო ომი რეგიონში”, - განაცხადა შოლცმა ისრაელში გამგზავრებამდე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.