Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება (ვიდეო)


“ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის ეს გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება. იმდენი ილაპარაკეთ და იტრაბახეთ ომი გინდათ და მეორე ფრონტის თემებზე, რომ თქვენი ვითომდა პრაგმატული პოლიტიკით მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მართლა რისკისქვეშ დააყენეთ. რეალურად კი, ოჩამჩირეში სამხედრო ხომალდების განთავსება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების არაპრაგმატულ პოლიტიკას.
ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი ხელისუფალი ასეთ დროს, პარტნიორებს და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს მოსვენებას არ უნდა აძლევდეს, იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხეები თავიდან აარიდოს. თუმცა მხარდამჭერები სად უნდა ეძებოთ? თქვენი ხომ უკვე არავის აღარ სჯერა და არავინ აღარ გენდობათ, ორბანის გარდა. "


 შალვა კერესელიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...