Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს


პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.

“მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესს. დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ არ გადადგება, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არც უნდა გადადგეს.

“რა თქმა უნდა, არ უნდა გადამდგარიყო და არც უნდა გადაადგეს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ ქვეყანას დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესში”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ის განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა რცხვენოდეთ.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ რასაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდა, ემსახურებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას. “ოცნებამ” რა პროცესიც წამოიწყო, ეს იყო ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის მცდელობა და რაც სასამართლომ გააკეთა, "ოცნების" ინტერესებით მოქმედებაა.

თუ ეს მოსამართლეები თავს დაბულინგებულად გრძნობენ, მათი პრობლემაა. დღეს სასამართლო გადაქცეულია “ოცნების” ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტად”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...