გეგუთის მე-2 სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც სკოლის დირექტორი „მთავარ არხს” ეუბნება, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა.
მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.