რომის პაპი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში ტყვეების გათავისუფლებისკენ - გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი, ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს
რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას.
მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“.
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“.
„გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს“, - აღნიშნა პაპმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.