Politico - ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აღნიშნულ საუბარში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.
ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.
წყაროების ცნობით, ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.
მიუხედავად ამისა, ბლინკენმა დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებთან საუბარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რწმენა გამოთქვა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.