Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შარაშიძე - ვაკის პარკის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე”


"ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა, რომ
1. კალა მერს მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება და გამბედაობა არ აქვს.
2. პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება არ აქვს არა მხოლოდ კალა მერს, არამედ მმართველ პარტიასაც, რომლის კისერზეცაა ვაკის პარკის ტრაგედია, რადგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი კალაძე ამავე დროს სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივანია, იმ პარტიის, რომლის მმართველობის ბოლო სამ წელიწადში გვაქვს საგრძნობი უკუსვლა დემოკრატიული რეფორმების კუთხით, რაზეც ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიუთითებს, გვაქვს გაზრდილი სისტემური კორუფცია და ფაქტობრივად მოშლილი სახელმწიფო სისტემა, რომლის კოლაფსი ვაკის პარკისა და სულ ახლახან უკვე შოვის ტრაგედიის მაგალითზე ყველამ ერთად ვნახეთ!
ბატონმა კალაძემ და მმართველმა პარტიამ ვერც ევროპულობის ტესტი ჩააბარეს, რადგან წარმოუდგენელია გქონდეს პრეტენზია ევროპული ტიპის მმართველობაზე, წარმოუდგენელია, რეალურად და არა ილუზორულად, არა ფასადურად, როგორც ამას ოცნება აკეთებს, გსურდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ყველაფერს აკეთებდე 12 პუნქტის შესასრულებლად და ამავე დროს, არ ღებულობდე პრინციპულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისეთ შემთხვევაზე, რაც შენივე მანკიერი მმართველობის პირდაპირი გამოვლინებაა.
3. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დღემდე არ დამდგარა ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევი სისტემური პოლიტიკური კორუფციის შემოქმედების, მერიის მაღალჩინოსნებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
სასამართლო რომ არასაწორი გზით მიდის და მთავარი დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება რომ თავიდანვე ოცნების ბოსების მიერ იყო გადაწყვეტილი, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სასამართლოს არც კი დაუკითხავს თბილისის მერი და როგორ გამოავლენდა მის ბრალეულობას?!
გამოძიების ვერსია არათუ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ადასტურებს სისტემური პოლიტიკური კორუფციის არსებობას თბილისის მერიაში, რადგან გამორიცხულია ასეთი ქმედებები ისე ხდებოდეს, რომ არ იყოს წახალისებული მაღალი თანამდებობის პირების მიერ. ასევე გამორიცხულია, ეს იყოს მხოლოდ პირველი და ერთეული შემთხვევა.
შესაბამისად, სახეზე გვაქვს სისტემური კორუფციული სქემა, რომლის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება!
ვაკის პარკის ტრაგიკულმა მოვლენამ გამოააშკარავა, რომ სისტემური კორუფცია არა მხოლოდ უმძიმესი ეკონომიკური დანაშაულია, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ შესაძლოა გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დანაშაულშიც და გამოიწვიოს ადამიანური ტრაგედიები.
ყველამ იცოდეს, რომ არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე” - ოღონდ უკვე არა ჩინჩალაძე/მურუსიძის, არამედ ევროპული სტანდარტის, რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე!"


გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 

387862830_634033395576305_1367578610072508230_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...