"8 წლის ემილის მამამ შვება იგრძნო, როცა მისი ქალიშვილის გარდაცვალება გაიგო, რადგან იცოდა, რომ პატარას აღარ აწამებდნენ" - უმძიმესი ამბავი "ჰამასის" პატარა მსხვერპლზე და კამერებთან ატირებული მამა
"8 წლის ემილის მამა, თომას ჰენდი შვებით შეხვდა ქალიშვილის გარდაცვალების ამბავს, რომელიც, სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტებმა* გაიტაცეს" - წერს Daily Mail.
მისი შვილის მდგომარეობის შესახებ ორდღიანი გაურკვევლობის შემდეგ მამამ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთი ამბები მისთვის ერთგვარი შვება იყო, რადგან ახლა მან იცის, რომ მის პატარა გოგონას არ აწამებენ და ყველაფერი დამთავრებულია.
ემილის ოჯახმა ორი დღის განმავლობაში არ იცოდა, სად იყო მათი ქალიშვილი. მოგვიანებით კაცმა მედიასთან განაცხადა:
"ჩვენ ვიპოვეთ ემილი. ის მოკვდა, დიახ, ამის გაგების შემდეგ, მე გავიღიმე, რადგან ეს იყო საუკეთესო სიახლე”, - კაცი ინტერვიუს დროს ატირდა. შეგახსენებთ, რომ ცნობილია, როგორ სასტიკად ექცევიან ჰამასის ტერორისტები მძევლებს.
ბავშვთა მკვლელობის შემთხვევა კიბუც ბერში მოხდა. ემილი მეგობართან წავიდა ღამის გასათევად. შედეგად ბავშვები ტერორისტების ხელში აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა ისრაელს ღაზას სექტორიდან შეუტიეს. ისინი შევიდნენ ქვეყანაში, მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი ნაწილი მძევლად აიყვანეს. ამის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ომი გამოაცხადა.
ამ დროისთვის ორივე მხრიდან დაღუპულია 3000 ადამიანი.
ჰამასის* ბოევიკებმა ადამიანები მძევლად აიყვანეს, რათა მომავალში მათ მოლაპარაკებებისას „უპირატესობა“ ჰქონოდათ. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლები, შესაძლოა, იმყოფებოდნენ არაადამიანურ პირობებში, წყლისა და საკვების გარეშე. ასევე ცნობილია, რომ ხალხს აწამებენ.
AMBEBI.GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.