Jump to content
Planeta.Ge

სიმონიანი: „თბილისი წესიერად იქცევა, უფრო წესიერად, ვიდრე ერევანი“


რუსი პროპაგანდისტი და „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და მწუხარებით აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის ქცევა უფრო მოსწონს, ვიდრე ერევნის.

თავის გადაცემაში „რისი დამტკიცებაც იყო საჭირო“ სიმონიანმა ისაუბრა ბირთვულ ულტიმატუმზე, რომლის წარდგენაც რუსეთს შეიძლება დასავლეთისთვის მოუწიოს და გაიხსენა ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები, რომელიც თბილისის დაბომბვაზე საუბრობდა. თბილისზე საუბრისას სიმონიანმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა პოლიტიკა.

„ისე, თბილისი არაფერ შუაშია… არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ თბილისი ძალიან წესიერად იქცევა. სამწუხაროდ, ბევრად უფრო წესიერად, ვიდრე ერევანი“, – განაცხადა მან.


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგი პროპაგანდისტი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხშირად აქებს საქართველოს ხელისუფლებას და მის ნაბიჯებს „პრაგმატულად“ აფასებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...