Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი„მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა.

„უკვე დიდი ხანია, ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა, ეს ორდენი გადმოგვეცა. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და, მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო — ანუ, თამარ მეფის ორდენით. ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის“, — მიმათა სალომე ზურაბიშვილმა გაფრინდაშვილს.

სალომე ზყრაბიშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი არის „ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება“.

„ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენ ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...