ანა ბუჩუკური პრემიერს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ვიქტორ ორბანთან - ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემაზე
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში: ა) მომაწოდოთ საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი; ბ) მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“ - აღნიშნულია სადეპუტატო შეკითხვაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.