მიშა დაუშვილი - სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ... (ვიდეო)
“ სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ, ხოლო როცა ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ საქმე, ვხედავთ რომ წინა რიგებში არ აყენებენ და შესაძლებლობას აძლევენ გაიაშვილს მოცემული ვითარებით ისარგებლოს.
როცა ვსაუბრობთ “ოცნების” მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიტაცებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ დაეხმარა მათ ამაში. სწორედ “ნაც.მოძრაობა” იყო ის პარტია, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას მურუსიძის კლანს დაუჭირა მხარი.
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ომი გადმოაქვს საქართველოში. ეს კი “ოცნების” ქმედებების შედეგია.”
მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.