„პლეიბოიმ“ ჰამასის მხარდაჭერის გამო მია ხალიფას კონტრაქტი გაუწყვიტა
ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერა დაასახელა.
„ბოლო დღეების განმავლობაში მიამ გააკეთა ამაზრზენი კომენტარები „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობების შესახებ“, — განაცხადა „პლეიბოიმ“. საერთაშორისო მედიის ცნობით, „პლეიბოიმ“ ვებსაიტიდან ხალიფასთან დაკავშირებული კონტენტი სრულად წაშალა.
„ჰამასი“ ისრაელეთა მკვლელობისა და გატაცების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს ინტერნეტით ავრცელებდა, რა დროსაც მია ხალიფამ დაპოსტა:
„ვინმეს შეუძლია თავისუფლებისთვის მებრძოლებს უთხრას, თავიანთი ტელეფონები ამოაყირავონ და ჰორიზონტალურად გადაიღონ.“
მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ სურს დარწმუნებული იყოს, რომ აუცილებლად იქნება 4k ხარისხის ვიდეოები, სადაც მისი ხალხის მიერ „ციხის კედლების მტვრევა იქნება ასახული“.
თავად მია ხალიფა წლების წინ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სამიზნე იყო პორნოინდუსტრიაში მისი საქმიანობის გამო.
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები, სისასტიკის ამსახველი ვიდეოები კი თავად გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.
700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.