Jump to content
Planeta.Ge

თავდასხმა ისრაელზე, დღე 4 — განახლებადი


მოკლედ:

  • ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე;
  • ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს;
  • ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები;
  • ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის ზრდას აქაც ვარაუდობენ, რადგან ნანგრევებქვეშ ადამიანები მოყვნენ;
  • გაეროში ისრაელის ელჩმა გილან ერდანმა CNN-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა 100-150 ზე ადამიანი გაიტაცეს ღაზას მიმართულებით;
  • ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ საბოლოოდ გაანადგურებს და ეს „მხოლოდ დასაწყისია“;
  • ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია — გადაუკეტა გზები, წყალი, ელექტროენერგია, გაზი, საკვების მიწოდება.

ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ 10 ოქტომბერს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით გაგაცნობთ. ცნობების განსაახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.


11:02 — ისრაელური მედიასაშუალება Haaretz–ის ცნობით, ისრაელის პოლიციის კიბერგანყოფილება Lahav 433-მა კრიპტოვალუტის იმ ანგარიშების გაყინვა მოახერხა, რომელიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა. ტერორისტულმა დაჯგუფებმა სოციალური ქსელებით დაიწყო დონაციის შეგროვება მას შემდეგ, რაც ისრაელში შეიჭრა.

როგორც Haaretz წერს, Lahav 433-მა ანგარიშების დახურვა შეძლო ისრაელის სხვადასხა სპეცსამსახურის დახმარებით. ისრაელს „ჰამასის“ კრიპტოვალუტის ანგარიშების მიკვლევასა და დახურვაში დაეხმარა კრიპტოვალუტის პლატფორმა Binance.

გარდა კრიპტოვალუტის ანგარიშებისა, ბირტანეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, დახურულია ანგარიშები ბერკლის ბანკში.

10:28 — ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ სამხედროებმა სრულად აღიდგინეს ღაზა-ისრაელის საზღვარზე კონტროლი და შესაბამისად, ბოლო დღის განმავლობაში ამ საზღვრის გარეთ არც ერთი ტერორისტი არ გადმოსულა ღაზადან.

მისივე ცნობით, ღობის ის ნაწილები, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაარღვიეს, ისრაელის არმიამ დანაღმა, რათა თავიდან აიცილოს განმეორებითი შემოჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ვარაუდობენ, რომ ტერორისთა მცირე ნაწილი შეიძლება ამ დრომდე რჩებოდეს და იმალებოდეს ისრაელის ტერიტორიაზე.

10:05 — ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში 18 ტაილანდელის სიკვდილი დადასტურდა. გარდა ამისა, „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა შორის 10-ზე მეტი ტაილანდელია.

ისრაელში ტაილანდის, დაახლოებით, 50 ათასი მოქალაქე მუშაობს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში. მათგან 5 ათასი უშუალოდ ღაზას სექტორის სიახლოვეს იყო იმ მომენტში, როცა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა და ასეულობით ადამიანი მოკლა.

მოკლულთა  შორის არიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.


სხვა დღეების მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...