Jump to content
Planeta.Ge

წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა


უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.

 
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
 
“საზოგადოებას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სოფლის ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატს ან მერის წარმომადგენლებს”,_ განაცხადა  შარაშიძემ ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე გასტანს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...