Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში და ისრაელში


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში.

„ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.

„ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის Shahed-ებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აუცილებელია ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეალური გლობალური სანქციების დაწესება.

„თუ იარსებობებს რეალური გლობალური სანქციები ტერორის ნებისმიერი სპონსორობისთვის, ტერორი წააგებს. თუ მსოფლიო გაერთიანდება, როცა ვინმე სხვა ქვეყნის ქალებს მძევლად აიყვანს და სხვა ერის შვილებს იტაცებს, ტერორს მოკავშირეები არ ეყოლება. თუკი ის, ვისაც ტერორისტები ესხმიან თავს, მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს მსოფლიო და მსოფლიო მშვიდობიანად იცხოვრებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...