Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს


შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა.

"ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმების გასამკლავებლად“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...