Jump to content
Planeta.Ge

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი


შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს.

ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს.

ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნობების გასანახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.

7 ოქტომბერი, 21:14: ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი სურვილს გამოთქვამს, პრემიერ ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო დროის მთავრობა ჩამოაყალიბოს. ლაპიდი ხაზს უსვამს, რომ ახლა „ერთობის დროა“, წერს „ალ-ჯაზირა“.

7 ოქტომბერი, 21:12: ისრაელში დაიღუპა 150 ადამიანზე მეტი, იტყობინება „თაიმს ოფ ისრაელ“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. დაჭრილია 1104 ადამიანი.

7 ოქტომბერი, 21:08: ისრაელმა ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტა ღაზას სექტორს, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.

7 ოქტომბერი, 21:03: ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი. ცხელი ხაზის ნომრებია:

  • +972526919092
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813

7 ოქტომბერი, 20:20: ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან ღაზას სექტორში ორ მაღალსართულიან შენობაზე განხორციელებულ დარტყმებზე. უწყების ცნობით, შენობებში „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბვამდე გააფრთხილეს და ევაკუირება სთხოვეს, იტყობინება „იერუსალიმ თაიმსი“.

 

7 ოქტომბერი, 20:17: ისრაელის საგანგებო სამსახურების ცნობით, ამჟამად ცნობილია 70 დაღუპულზე და ასობით მძიმედ დაჭრილზე, წერს „სი-ენ-ენი“. ღაზას სექტორში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაიღუპა 198 პალესტინელი, იუწყება „ალ-ჯაზირა“.

7 ოქტომბერი, 20:14: „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-აროური ამბობს, რომ ისინი მზად არიან ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც – „მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის [ჰამასის კონტროლირებად ღაზას სექტორში]. ალ-აროურის „სი-ენ-ენი“ ციტირებს.

7 ოქტომბერი, 20:12: გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს საბჭოს პრეზიდენტი ბრაზილია, რომელიც გმობს თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ისრაელელ ხალხს, იტყობინება „როიტერსი“.

7 ოქტომბერი, 20:10: ევროკავშირი გმობს ისრაელზე თავდასხმას და მოუწოდებს უაზრო ძალადობის შეჩერებისკენ. ბრიუსელი აგრეთვე სოლიდარობას უცხადებს ისრაელს, ვკითხულობთ ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

7 ოქტომბერი, 19:43: ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში.

7 ოქტომბერი, 18:55: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ ისრაელზე.

7 ოქტომბერი, 11:15: „ჰამასმა“ წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო, ისრაელისა და არაბული ქვეყნების 1973 წლის ომის დაწყების 50 წლისთავზე.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...