ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
„ევროკავშირი მოუწოდებს შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას.
„ევროკავშირი სოლიდარულია ისრაელის მიმართ, რომელსაც უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ასეთი ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე“, - აცხადებს ბორელი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.