Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ


დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. შეერთებული შტატები აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერი სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში სარგებელს ეძებს. ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...