Jump to content
Planeta.Ge

ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის, 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება


ვეხმაურებით 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა სისტემის მარცხის ნათელი გამოვლინებაა. სისტემის, რომელმაც ვერ და არ შეძლო ადრეულ ეტაპზე უმძიმესი დანაშაულის პრევენცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის წერს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 
პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა მსგავსი ფაქტების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება.

 
"არასრულწლოვანთა მიმართ ქორწინების იძულება, მათი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და გაუპატიურება სისტემურ პრობლემად რჩება, რაც უწყებების კოორდინირებული მუშაობით, ადრეულ ეტაპზე დანაშაულის ეფექტიანი პრევენციით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპლექსური სამუშაოებით უნდა მოგვარდეს. ხშირია ქმედების არასწორი კვალიფიკაციის, მსუბუქი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების, თანამონაწილეთა დაუსჯელობის და არასათანადო რეაგირების შემთხვევები.
სამწუხაროდ, ამ მხრივ, ჩვენი გუნდის მიერ 2017-2018 წლებში დაწყებული რეფორმები, დღეს გაჩერებულია, რასაც გარდაუვლად მივყავართ უმძიმეს ტრაგედიებამდე. ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას განგრძობადი ქმედითი ნაბიჯები სჭირდება.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიონ და დააყენონ ყველა შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. აშკარაა, რომ უმძიმეს დანაშაულს წინ სხვა დანაშაულები უძღოდა, რაზეც დროული რეაგირებ არ მომხდარა.
მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, საქართველოს პროკურატურას, გენდერული თანასწორობის საბჭოს, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ბრძოლის ხედვა და მიიღონ შესაბამისი ზომები უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...