Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელში, საქართველოს საელჩო ხაზზეა მოქალაქეებთან - ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან.

მათივე განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

საგარეო უწყების განმარტებით, გრძელდება კომუნიკაცია ისრაელის შესაბამის სამსახურებთან.

„საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...