უკნევიჩიანე: ორბანს სურს, ივანიშვილი “კონტაქტებში ყავდეს”, ღარიბაშვილს მხარს ამიტომ უჭერს
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი “თავის კონტაქტებში ჰყავდეს” და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მხარს ამიტომ უჭერს.
ფორმულას ეთერში იუკნევიჩიანემ განცხადებით:
“ლიდერებს, როგორიც არის ორბანი, სურს, რომ ჰყავდეს თავის კონტაქტებში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ არის ოფიციალური მმართველი საქართველოსი. ასეთი კამპანია სურს, ჰქონდეს ევროკავშირში, ამიტომ უჭერს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და მის არადემოკრატიულ მთავრობას მხარს”. – თქვა მან.
რასა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს და მისი ხელისუფლებას “არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა” და რეფორმებსაც არ ატარებენ.
“ეს არის ერთადერთი გზა, შენარჩუნდეს იგივე ტიპის ხელისუფლება, შემდეგი ვადით. ისინი იყენებენ ევროკავშირის წესებს და ფიქრობენ, რომ ერთი წევრი ევროკავშირისა, უნგრეთი, თავისი ლიდერით, ორბანი, შეძლებს, რაღაც გარიგებაში შევიდეს მათთან, მაგრამ ეს არ არის კარგი ევროკავშირისთვის”. – ამბობს ევროპარლამენტარი.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვით დაემუქროს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სტატუსს არ მისცემენ, იუკნევიჩიანე ამბობს:
“შესაძლებელია, ზუსტად ვერ გეტყვით, ასეთი სცენარი თუ გათამაშდება, მე არ ვიცი, თუ მიდის მოლაპარაკებები ან დებატები მსგავს საკითხებზე, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რასაც ვუყურებთ და რასაც ვისმენთ, რაც ვიცით წარსულიდან, ჩვენ ვხედავდით, თუ რა ურთიერთობები ჩამოყალიბდა ორბანსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ოღონდ ეს არ მოხდება რეფორმების ხარჯზე”. – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან თავად თქვა.
„მომავალ კვირას თქვენს ქვეყანაში ვიქნები. საერთო სხდომა გვაქვს თბილისში, უნგრეთის ყველა მინისტრი იქნება ჩემთან ერთად“. – თქვა მან „რუსთავი 2“-ის თარგმანის მიხედვით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ორბანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.