ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველოს მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია: გამოიყენოთ შესაძლებლობა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების პროცესში
ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ გრანადაში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
„ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია. მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის გატარების პროცესში, რომელზედაც შევთანხმდით“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.