Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი -  „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესები (ვიდეო)


„არავისთან დასამტკიცებელი ჩვენ არ გვაქვს და მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს ორი პარტია: „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესი პარტიები არიან.


იცით რა არის ამის მაგალითი? დღეს განიხილება გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი, რასაც „ოცნება'' აკეთებს და ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, თავადვე ადასტურებს იმას, რომ უვარგისები არიან.
ამას რატომ ვამბობ ახლა იცით? 2011 წელი მახსენდება, ზუსტად იგივე კანონში „ნაცებმა'' მსგავსი კანონები შემოიტანეს. ამას ვამბობთ, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთზე უარესები არიან. 10 წლის წინ „ოცნება'' რა სისტემასაც ებრძოდა, თვითონვე გადაიქცა ამ სისტემად.


მთავარი ამოცანა არის ეს, რომ ამ ორმა უარესმა პარტიამ 50%-ზე მეტი არ აიღონ არჩევნებზე და ეს რისკი მათ დაინახეს. ამიტომ გამოვიდნენ და ერთმა ნაცობა დაგვაბრალა, მეორემ - ბიძინას პროექტობა.


დაგველოდეთ!

ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...