Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელი - ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს.

ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. რუსტემ უმეროვთან პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირის უწყვეტი სამხედრო დახმარება. უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება. ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი კიევში კვირას ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. მათ ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მანამდე ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მან რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი მოინახულა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...