Jump to content
Planeta.Ge

სლოვაკეთის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პრორუსმა პოპულისტებმა აიღეს


სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია  Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.

მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ, თუმცა პროევროპულ პარტია Hlas-თან.

პირველ ადგილზე გასული Smer-ის ლიდერი სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკოა, Hlas-ის კი — პიტერ პელეგრინი, რომელსაც ფიკოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ის მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

Smer-მა თუ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო, მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ისეთ როლს ითამაშებს, როგორც ამას უნგრეთი აკეთებს.

Smer-ის ლიდერს წინასაარჩევნო კამპანიისას არაერთხელ განუცხადებია, რომ არჩევის შემთხვევაში ის უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს.

რუსეთთან წინააღმდეგ ომში სლოვაკეთი უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის, რაკეტებითა და სამხედრო ვერტმფრენებით.

 

netgtazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...