ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს“, - წერს ბორელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის უკრაინასთან იქნება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.