თუფაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 1 პირი დააკავეს — მედია
ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ მოკლული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის საქმესთან დაკავშირებით კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
Associated Press-ის თანახმად, საუბარია 60 წლის დუეინ დევისზე, რომელიც პარასკევს, დილის საათებში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხსენებული პიროვნება გამომძიებლებისთვის კარგა ხნის მანძილზე იყო ცნობილი. დევისს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო, მემუარებში ნათქვამი აქვს, რომ თავადაც იჯდა კადილაკში, რომლიდანაც ცნობილ რეპერს 1996 წლის 7 სექტემბერს ესროლეს.
მკვლელობა ლას-ვეგასში მოხდა. თუფაქი, რომელსაც 4 ტყვია მოხვდა, მაშინ 25 წლის იყო. ის სასიკვდილოდ დაჭრიდან 6 დღეში გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა LA Times აღნიშნავს, მიუხედავად ლას-ვეგასისა და ლოს-ანჯელესის პოლიციის, ასევე, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მრავალი საგამოძიებო მოქმედებისა, მკვლელობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ ყოფილა დაკავებული.
გარეკანის ფოტო: Raymond Boyd / Getty Images
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.