შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი აგარაკზე გადაიტანა
შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მათსავე აგარაკზე გადამალა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.