„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 21 326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6 539
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 - ამასთან, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 1995-2021 წლებთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 1995-2021 წლებში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიების რიცხვზე 3-ჯერ მეტია. უშუალოდ 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 კომპანია დარეგისტრირდა. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა”,- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა.
კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 47.5% იყო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.